1780990015
უცხოეთი
ხარკოვის ოლქზე საჰაერო იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა
რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე საჰაერო იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც არიან. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„რუსულმა ძალებმა კოორდინირებულად, რაკეტები და დრონები გამოიყენეს. დაზიანებული 8 მრავალსართულიანი სახლი და 10-მდე კერძო სახლი“, - წერს ჩუგუევის მერი გალინა მინაევა.
რუსეთმა ასევე იერიში ქალაქ ხარკოვზე განახორციელა. იქ 15 ადამიანი დაშავდა.
ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, დაზიანდა 18 ავტომობილი, საცხოვრებელ სახლებში მინები ჩაიმსხვრა და დაზიანდა ფასადები.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, იერიშები შევჩენკოს და ხოლოდნოგორსკის რაიონებზე განხორციელდა.