1789729242
უცხოეთი
ხარკოვის ოლქში ელექტრომატარებლის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში საგარეუბნო მატარებელზე დრონით იერიში განახორციელეს. დაიღუპა 40 წლის კაცი. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, დრონი მატარებელს ნოვოვოდოლაჟის რაიონში მოხვდა. საჰაერო იერიშის შემდეგ მატარებლის ორ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი.
უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, ორი ადამიანი იმის გამო დაშავდა, რომ ევაკუაციის დროს მატარებლისგან უსაფრთხო მანძილზე არ გაიწია.
17 სექტემბერს უკრაინის ჟიტომირის ოლქში საჰაერო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაღუპა და კიდევ ორი დაშავდა.