1769365454
უცხოეთი
ხარკოვის მერის განცხადებით, რუსულმა ძალებმა მაღალსართულიან შენობებზე იერიში მიიტანეს
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობებზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს.
„დრონმა ქალაქის სალტოვსკის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრზე მიიტანა იერიში. ასევე, სალტოვსკის რაიონში კიდევ ერთ მაღალსართულიან შენობაზე რუსების დრონის კიდევ ერთი დარტყმა დაფიქსირდა. მსხვერპლი არ არის, დაშავებულია ერთი ადამიანი“, - იტყობინება ტელეგრამზე ხარკოვის მერი.
როგორც UNIAN-ი იტყობინება, 24 იანვრის ღამეს რუსებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 31 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვები.