Loading data...
ხანძარი თეირანის სავაჭრო ცენტრში - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ირანში, სავაჭრო ცენტრში ხანძარი იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, შენობის ფასადი აალებადი იყო, რამაც ცეცხლის სწრაფ გავრცელებას შეუწყო ხელი.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.