1784921936
უცხოეთი
ხანძარი მადრიდთან - ევაკუირებულია 25 ათასამდე პირი
„მადრიდთან გავრცელებული ხანძრის ჩაქრობა მეხანძრეთა შესაძლებლობებს აღემატება“, – ამის შესახებ კარლოს ნოვილიომ, რეგიონული მთავრობის საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ცეცხლი მადრიდის დასავლეთით მდებარე გარეუბნებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებული მუნიციპალიტეტების მიმართულებით ვრცელდება.
„ამ ტერიტორიაზე ხანძართან ბრძოლა შეუძლებელია, ამიტომ თავდაცვითი ზომები მიიღება“, – განუცხადა ნოვილიომ ჟურნალისტებს.
მადრიდის რეგიონის ხელისუფლების ცნობით, ხანძრის გამო, დაახლოებით, 25 000 ადამიანია ევაკუირებული.
მადრიდის რეგიონის პრეზიდენტი ისაბელ დიას აიუსო კი აცხადებს, რომ ეს „რეგიონის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძარია“.