1758004149
უცხოეთი
ხანძარი, ერთი დაღუპული და 10-ზე მეტი დაშავებული - რუსებმა ზაპოროჟიეს შეუტიეს

რუსულმა ძალებმა გვიან ღამით ზაპოროჟიეს შეუტიეს, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად დაზიანდა 350 კვადრატული მეტრის ფართობის სამი საცხოვრებელი შენობა, ორი სატვირთო მანქანა ავტოსადგომზე და 600 კვადრატული მეტრის ფართობის სერვის სადგური.
„შედეგების ლიკვიდაციაში 78 მაშველი და 17 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. ადგილზე ყველა სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობდა“, - აცხადებენ უკრაინის სახანძრო-სამაშველო სამსახურში.