1783854299
უცხოეთი
ხამენეის მრჩეველი: ჰორმუზის სრუტე ათეულობით ატომურ ბომბზე მნიშვნელოვანია
ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ათეულობით ატომურ ბომბზე უფრო მნიშვნელოვანია“ და პირობას დებს, რომ თეირანი ამ სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტს დაიცავს.
„ეს სტრატეგიული გასასვლელი ათეულობით ატომურ ბომბზე უფრო მნიშვნელოვანია და ირანის ისლამური რესპუბლიკა მას დაიცავს“, - განაცხადა მოჰსენ რეზაიმ, რომლის სიტყვებს ირანული სააგენტო ISNA ავრცელებს.