1791717295
უცხოეთი
ქაზემ ღარიბაბადი: ნებისმიერ განახლებულ სამხედრო აგრესიაზე ირანის პასუხი მისი წინა რეაქციებისგან განსხვავებული იქნება
„ნებისმიერ განახლებულ სამხედრო აგრესიაზე ირანის პასუხი მისი წინა რეაქციებისგან განსხვავებული იქნება“, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადმა განაცხადა.
ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ომი ირანს არ დაუწყია და იგი მუდმივად იცავდა თავს აგრესიისგან.
ღარიბაბადმა იმედი გამოთქვა, რომ დაპირისპირებული მხარეები გონიერებას გამოიჩენენ, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტის განახლება. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ პირთა პასუხისმგებლობაში მიცემის აუცილებლობას, რომლებიც ომის პირველ დღეს თავს დაესხნენ სკოლას.
„ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამ საქმის სამართლებრივი გზით წარმართვაზე“, - დასძინა ღარიბაბადმა.