ყაზახეთში ექსტრემისტულ ჯგუფში მონაწილეობისთვის 10 ადამიანი დააკავეს
ყახაზეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ათირაუში ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტმა 10 ადამიანი დააკავა, რომლებიც, გამოძიების ინფორმაციით, „რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლების ძალადობრივი გზით შეცვლას“ გეგმავდნენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან ექსტრემისტული ჯგუფის შექმნაში, ასევე ტერორიზმის პროპაგანდასა და რელიგიური შუღლის გაღვივებაში.
ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკები, რელიგიური ატრიბუტიკა, ლიტერატურა და სხვა მტკიცებულებები ამოიღეს. გარდა ამისა, ჯგუფს შექმნილი ჰქონდა ბავშვების და მოზარდების სასწავლო ცენტრები, რომელთა საქმიანობა პოლიციამ აღკვეთა.
ყაზახეთის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან პირები, რომლებიც მანამდე ტერორიზმისთვის და სხვა დანაშაულებისთვის იყვნენ გასამართლებულები.