ყაზახეთმა ირანს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა
ყაზახეთმა ირანს ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 30 ვაგონი გაუგზავნა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყაზახეთის პრეზიდენტის ბრძანებით გაგზავნილი ტვირთი დაკონსერვებულ ხორცს, შაქარს, ფქვილს, სამედიცინო აღჭურვილობას და მედიკამენტებს მოიცავს. როგორც ცნობილია, ჰუმანიტარული ტვირთი უკვე ირანშია და ის ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას გადაეცა.
ყაზახეთის ელჩმა ირანში, ონტალაფ ონალბაევმა განაცხადა, რომ ირანი ყაზახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული პარტნიორია ახლო აღმოსავლეთსა და ისლამურ სამყაროში.
მისივე თქმით, „ნამდვილი მეგობრები რთულ დროს იცნობიან“.
ირანის ოფიციალური სტატისტიკის ცენტრის მონაცემებით, ომთან დაკავშირებულმა არეულობებმა წლიური ინფლაცია დაახლოებით 53.7 პროცენტამდე გაზარდა, ხოლო სურსათის ფასები, წინა წელთან შედარებით, 115%-ზე მეტით გაიზარდა.