Loading data...
კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შუამავლობა შეწყვიტა

კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეწყვიტა და უარი თქვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 

როგორც უცხოური მედია წერს, მუშაობა იმ შემთხვევაში განახლება, როცა „ჰამასი“ და ისრაელი მოლაპარაკების მზადყოფნას გამოავლენენ.

„კატარი ამ ძალისხმევას განაახლებს, როცა მხარეები გამოავლენენ მზადყოფნას და სერიოზულობას ომის დასასრულებლად“, - აღნიშნულია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.