Loading data...
კატარის ემირმა ტრამპი გააფრთხილა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის ესკალაცია მსოფლიოსთვის „სახიფათო შედეგებს“ მოიტანს

კატარის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და ამერიკელი ლიდერი გააფრთხილა, რომ ირანს, აშშ-სა და ისრაელს შორის ომში მიმდინარე ესკალაციას შესაძლოა, მსოფლიოსთვის „სახიფათო შედეგები“ მოჰყვეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

„სატელეფონო საუბრისას განიხილეს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ირანის მიერ კატარსა და რეგიონის ქვეყნებზე განგრძობადი და უსაფუძვლო თავდასხმების ფონზე, ასევე, მიმდინარე ესკალაციის შესაკავებლად გაწეული ძალისხმევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემირმა „საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში მიმდინარე ესკალაციას საშიშ შედეგებს მოიტანს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის და ხაზი გაუსვა კრიზისის შეკავებისა და მისი დასრულების მიზნით დიპლომატიის გააქტიურების მნიშვნელობას“.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უყოყმანოდ დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ეროვნულ ინტერესებს. აშშ და კატარი შეთანხმდნენ, „მხარი დაუჭირონ იმ პოლიტიკურ გზებს, რომლებსაც არსებული დაძაბულობის მოგვარება შეუძლია“.

ცნობისთვის, კატარი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ყველაზე დიდ სამხედრო ბაზას მასპინძლობს და რეგიონში საბრძოლო მოქმედებების გამწვავების გამო, ირანიდან სარაკეტო დარტყმებს განიცდის.