Loading data...
კატარის ემირი აცხადებს, რომ ისრაელის ოფიციალური პირები ღაზაში განხორციელებული „გენოციდის“ გამო პასუხისგებაში უნდა მიეცეთ

კატარის ემირი სპარსეთის ყურის ქვეყნებს უსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდრო კოორდინაციისკენ მოუწოდებს, იმ ფონზე, როდესაც „ჰუსიტებსა“ და საუდის არაბეთს შორის კონფლიქტი მწვავდება.

შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ, ასევე, მოითხოვა სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მარშრუტების, აგრეთვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ძალისხმევის გაძლიერება.

შურას საბჭოს წინაშე გამოსვლისას კატარის ემირმა ისრაელიც მკაცრად გააკრიტიკა და დაადანაშაულა იგი ღაზაში ჩადენილ დანაშაულებში, რაც „გენოციდის“ ტოლფასია. ისრაელი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ემირმა ისრაელის ოფიციალური პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისკენ მოუწოდა.

როგორც მედია წერს, კატარი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შუამავლის როლს ასრულებდა, ამასთან, ტერორისტული ორგანიზაციის („ჰამასის“) მაღალი რანგის წარმომადგენლებს დოჰაში ცხოვრების საშუალებას აძლევდა.