1794927526
უცხოეთი
კატარი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტზე იერიშის შემდეგ
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც ირანმა ბაჰრეინში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანა.
როგორც კატარი აცხადებს, სპარსეთის ყურეში „ესკალაცია“ „უკიდურესად სერიოზულ“ საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ამ პერიოდში თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მოლაპარაკებების ძალისხმევას“, - განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაჯედ ალ ანსარიმ დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე.