Loading data...
კაროლ ნავროცკი: ზელენსკის ვიზიტი ვარშავისა და კიევისთვის კარგი ამბავია, მაგრამ ცუდი ამბავია რუსეთისთვის

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ მისი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ვარშავისა და კიევისთვის კარგი ამბავი იყო, ხოლო მოსკოვისთვის - ცუდი.

ნავროცკიმ აღნიშნა, რომ ზელენსკი ვარშავაში მისი მიწვევით ჩავიდა.

„ვოლოდიმირ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტი კარგი ამბავია პოლონეთისთვის, ვარშავისა და კიევისთვის, მთელი ჩვენი რეგიონისთვის, მაგრამ ცუდი ამბავი რუსეთის ფედერაციისთვის, რადგან ეს არის დასტური, რომ პოლონეთი, უკრაინა და რეგიონის ქვეყნები სტრატეგიულ და უსაფრთხოების საკითხებში ერთად დგანან“, - აღნიშნა კაროლ ნავროცკიმ.

პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას და ზელენსკის საერთო ხედვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი, როგორც ნეოიმპერიული პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, ევროპას საფრთხეს უქმნის.