Loading data...
კარლ ბილდტი: აშშ-ის მიერ ირანის დაბომბვა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა

შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი ასეთ განცხადებას სოციალური ქსელში აკეთებს.

„არ მსურს მოვისმინო ევროკავშირის განცხადებები იმის შესახებ, რომ აშშ-ს აქვს თავდაცვის უფლება. ეს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა“, - წერს შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე. 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.

დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.