1734937752
უცხოეთი
კარიბის ზღვაში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
კარიბის ზღვაში, კუბის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.9 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი მიწის ქვეშ 22 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.