Loading data...
კარიბას ტბაში ბორნის ჩაძირვას 44 ადამიანი ემსხვერპლა

„ზიმბაბვეში, კარიბას ტბაზე ბორნის ჩაძირვის შედეგად, 44 ადამიანი დაიღუპა“, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს ბორანზე 120 ადამიანი იმყოფებოდა,მათ შორის 12 ბავშვი, მაშინ როდესაც ის მხოლოდ 90 მგზავრზე იყო გათვლილი. გადატვირთული ბორანი ძლიერი ტალღის დაჯახების შედეგად გადაბრუნდა.

ქვეყნის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგიკულ ინციდენტში დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის 77 ადამიანი გადარჩენილია.