1766767995
უცხოეთი
„კარგი ამბავი ჩეხეთისთვის“ - ანდრეი ბაბიშმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ბაბიშმა X-ზე დაწერა.
როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საუბარი რამდენიმე დღის განმავლობაში მზადდებოდა, მაგრამ ბოლო მომენტამდე არ სჯეროდა, რომ ის შედგებოდა.
„ჩვენთვის, ჩეხეთის რესპუბლიკისთვის, კარგი ამბავია, რომ შობის მეორე დღეს ამერიკის პრეზიდენტი დაგვიკავშირდა“, - აღნიშნა მან.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას და აშშ-ის პრეზიდენტს ხანგრძლივი საუბარი ჰქონდათ ომზე, მიგრაციაზე, ევროპაზე, „ვიშეგრადის ოთხეულსა“ და ბაბიშის თეთრ სახლში ვიზიტზე 2019 წლის მარტში.
Volal mi americký prezident Donald Trump 🇨🇿🤝🇺🇸 pic.twitter.com/bwOZG3oO4t
— Andrej Babiš (@AndrejBabis) December 26, 2025