Loading data...
კანადის პრემიერ-მინისტრი: პუტინი მშვიდობისთვის პირობებს ვერ გვიკარნახებს

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და უკრაინის თავდაცვის ძალებმა მაქსიმალური ზეწოლა უნდა მოახდინონ რუსეთზე, რათა მას მშვიდობის დამყარება აიძულონ.

კარნიმ განაცხადა, რომ კანადამ და სხვა მოკავშირეებმა მოსკოვზე „მაქსიმალური ზეწოლა“ უნდა განაგრძონ.

მან აღნიშნა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „ჯერ არ შეეგუა მშვიდობის აუცილებლობას“.

„პუტინი ამ ომის მიზეზია, ის მკვლელობების მიზეზია. ის ვერ გვიკარნახებს მშვიდობისთვის პირობებს“, - ხაზგასმით აღნიშნა კანადის პრემიერმა. 

კარნიმ განაცხადა, რომ მოკავშირეთა ზეწოლა რუსეთზე მოიცავს ახალი სანქციების დაწესებას, უკრაინელი ჯარებისთვის იარაღის მიწოდებას და უკრაინის მხარდაჭერას „საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ“.

კანადის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინის მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ ტალღას ამზადებენ.