Loading data...
კანადის პოლიციამ ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა და მის შესახებ დეტალები გამოაქვეყნა

კანადის პოლიციამ ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა და დეტალები გამოაქვეყნა.

კანადის პოლიციის ინფორმაციით, ტამბლერ რიჯის დასახლებაში მდებარე სკოლაში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული 18 წლის ქალი, ჯესი ვან რუტსელარდია. მათვე ცნობით, ის ბიოლოგიურად ვაჟი იყო, რომელმაც დაახლოებით ექვსი წლის წინ სქესი შეიცვალა.

პოლიციამ განაცხადა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, სკოლაში თავდასხმის განხორციელებამდე, დედა და ნახევარძმა მოკლა.

ბრალდებული ერთ დროს იმ სკოლაში სწავლობდა, სადაც თავდასხმა განახორციელა, მაგრამ ოთხი წლის წინ სწავლა მიატოვა.