Loading data...
კანადაში ვიზიტისას ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებთან ვიდეოკონფერენცია გამართა

დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ვოლოდიმირ ზელენსკი კანადას ესტუმრა. უკრაინის პრეზიდენტი კანადის პრემიერს შეხვდა და მისგან ომის დასრულების შემდეგ, ქვეყნის აღდგენისთვის 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების პირობა მიიღო. ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მარკ კარნიმ ევროპელ ლიდერებთან ვიდეოკონფერენცია გამართეს, რომლის დროსაც შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კონფერენციის შემდეგ, რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა სოციალურ ქსელში განცხადებები გამოაქვეყნა.

„ევროპელ ლიდერებთან ერთად ვესაუბრე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტ ტრამპთან ხვალინდელ შეხვედრამდე კოორდინაციის მიზნით. უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარება არ შეფერხდება. ომში, მშვიდობაში, აღდგენაში. ევროკავშირის ბოლო დროის გადაწყვეტილებებმა უკრაინა გააძლიერა: შემდგომი 2 წლისთვის უკრაინის საჭიროებების დაფინანსების უზრუნველყოფა: ესაა გრძელვადიანად რუსული სუვერენული აქტივების გაყინვა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება.

საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი ზომებიც იქნება. ძლიერი და აყვავებული უკრაინა ევროკავშირში საკვანძო უსაფრთხოების გარანტიაა. ვაგრძელებთ უკრაინისთვის მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის მუშაობას, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში“, - დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ.