Loading data...
კანადას სურს, რომ ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდეს

კანადის პრემიერ-მინისტრს მარკ კარნის სურს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი მიიღოს. მან ევროპაში სპეციალურ წარმომადგენელს დაავალა, რომ ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობა განიხილოს სრულფასოვანი წევრობის გარეშე. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.

ამავე გამოცემის ცნობით, ამ საკითხზე კარნის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დახურული მოლაპარაკებები ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან. ასევე მოლაპარაკება იტალიის პრემიერ-მინისტრთან ჯორჯია მელონისთანაც გაიმართა.

კანადაში ეს იდეა აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობების გაუარესების შემდეგ გაჩნდა.

ძირითადი მიმართულებებია თანამშრომლობა ენერგეტიკის, მეცნიერების, ვაჭრობის, ხელოვნური ინტელექტის, თავდაცვის, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების სფეროში.

საუბარია ტვირთების და სამუშაო ძალის გადაადგილების გამარტივებაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიურ პროექტებზე.