Loading data...
კანადა ომის შემდეგ უკრაინაში ჯარების განლაგების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

კანადის თავდაცვის მინისტრი დევიდ მაკგინტი დარწმუნებულია, რომ ქვეყანას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში, ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნა.

თუმცა, მისმა განცხადებამ კითხვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, შეძლებდა თუ არა ქვეყანა მნიშვნელოვანი რაოდენობის ჯარისკაცების განთავსებას, გაწვევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და ლატვიაში 1 900-კაციანი ბრიგადის შენარჩუნების აუცილებლობის გათვალისწინებით.

„მე მჯერა კანადის შეიარაღებული ძალების ოპერატიული შესაძლებლობების. ჩვენ ახლახან დავბრუნდით უკრაინიდან. შევძელით სიტუაციის შეფასება და უფრო ნათლად დავინახეთ, რა არის საჭირო“, - აღნიშნა მან.

მაკგინტიმ ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებების შედეგის წინასწარ პროგნოზირება რთულია. მან თქვა, რომ კანადა განიხილავს  შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მათ შორის აღჭურვილობისა და დაფინანსების ან ლოგისტიკური და სადაზვერვო მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მისი დეპარტამენტი უკრაინაში მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებს ამუშავებს.