1787673668
უცხოეთი
კანადა 8 სექტემბრიდან აშშ-ისთვის საპასუხო ტარიფების დაწესებას გეგმავს
„კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ 8 სექტემბრიდან აშშ-დან იმპორტირებულ დაახლოებით 700 პროდუქტზე 15%-დან 50%-მდე ტარიფებს დააწესებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
კანადის ახალი ზომები დაახლოებით 20 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელს მოიცავს.
ტარიფები დაწესდება ფოლადსა და ალუმინზე, ავეჯზე, ტანსაცმელზე, ყველზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, ზღვის პროდუქტებზე, ელექტრონიკასა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე.
გადაწყვეტილება აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლისა და ვაშინგტონის მიერ კანადურ პროდუქციაზე ახალი ტარიფების ამოქმედების შემდეგ მიიღეს.