Loading data...
კამჩატკას სანაპიროსთან 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამის საფრთხე შექმნა

კამჩატკას სანაპიროსთან 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ Deutsche Welle აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 18 სექტემბერს, გვიან ღამით მოხდა. მისი ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. საწყის ძლიერ ბიძგს მოჰყვა განმეორებითი ბიძგების სერია, რომელთაგან თითოეული 5.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის (RAS) გეოფიზიკურმა სამსახურმა მიწისძვრის სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდად შეაფასა. მოგვიანებით რეგიონის გუბერნატორმა ვლადიმერ სოლოდოვმა განაცხადა, რომ განახლებული მონაცემებით, მისი სიმძლავრე 7.2 მაგნიტუდა იყო.

მიწისძვრამ რეგიონში ცუნამის საფრთხე შექმნა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ტალღებმა ნაპირს მიაღწია, ზარალი არ დაფიქსირებულა. ცუნამის შესახებ გაფრთხილებები მოგვიანებით მოიხსნა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე წელს კამჩატკაზე მომხდარი მეორე ძლიერი მიწისძვრაა. 30 ივლისს კამჩატკაზე 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რაც რეგიონსა და მსოფლიოში 1952 წლის შემდეგ ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. მიწისძვრის შედეგად არავინ დაღუპულა.