Loading data...
კამალა ჰარისი ირანთან ტრამპის ომზე: ეს ყველაფერი უბრალოდ სისულელეა!

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის ოპონენტმა კამალა ჰარისმა ირანთან ტრამპის ადმინისტრაციის ომი გააკრიტიკა და თქვა, რომ „ეს ყველაფერი უბრალოდ სისულელეა!“

„როდესაც უყურებთ ირანში ამ ომს, რომელიც ამერიკელ ხალხს არ სურს, რომელიც (კონგრესის) მიერ არ იყო ავტორიზებული - მაგრამ რომც ყოფილიყო, ის არ უნდა დაწყებულიყო“, - განუცხადა ჰარისმა ლას-ვეგასში ნევადის შტატის დემოკრატების მიერ გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ ხალხს.

„მან განადგურებაზე ისაუბრა და შემდეგ თქვა, რომ „ოჰ, ასეც მოხდა“ — ეს ყველაფერი სისულელეა“, - აღნიშნა ჰარისმა.

ჰარისის კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ გამანადგურებლებზე თავდასხმების შემდეგ ირანი გააფრთხილა, რომ შეთანხმებას ხელი „სწრაფად“ მოაწეროს.

„გსურთ, იცოდეთ, ვინ არის ირანის ომში დიდი გამარჯვებული? რუსეთი. ნავთობის საკითხის გამო, რა გააკეთა მან? მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა. იცით, რას ნიშნავს ეს? ისინი ფულს შოულობენ ნავთობის გაყიდვით, რომლის გაყიდვაც სხვა შემთხვევაში არ შეეძლოთ. კიდევ რას ნიშნავს ეს? ჩვენ ვაგზავნით არტილერიას, საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვას, რომელიც სხვა შემთხვევაში უკრაინაში უნდა წასულიყო. ამიტომ შედეგები მძიმეა“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

„მე მას იდიოტად არ მივიჩნევ. ის საშიშია, საშიში“, - დასძინა ჰარისმა.