Loading data...
კამალა ჰარისი: დროა დასრულდეს დამანგრეველი ომი ღაზაში

დროა დასრულდეს დამანგრეველი ომი ღაზას სექტორში, - ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა

„ომის დასრულების დროა. დროა ომი დასრულდეს ისე, რომ ისრაელი დაცული, ხოლო ყველა მძევალი გათავისუფლებული იყოს და პალესტინელების ტანჯვას ღაზაში ბოლო მოეღოს. პალესტინელმა ხალხმა უნდა გამოიყენოს საკუთარი უფლება თავისუფლებაზე, ღირსებასა და თვითგამორკვევაზე. ის რაც მოხდა ღაზაში ბოლო ცხრა თვის განმავლობაში დამანგრეველია

ჰარისმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა, იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები.