Loading data...
კალასი უკრაინის კორუფციულ სკანდალს „უკიდურესად სამწუხაროს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, კიევმა ეს სერიოზულად მიიღოს

უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი „უკიდურესად სამწუხაროა“ და მნიშვნელოვანია, რომ კიევმა ეს სერიოზულად მიიღოს, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა Reuters-თან ინტერვიუში.

„კორუფციისთვის ადგილი არ არის, განსაკუთრებით ახლა. ვგულისხმობ, რომ ეს, ფაქტობრივად, ხალხის ფულია, რომელიც ფრონტის ხაზზე უნდა წავიდეს“, - განაცხადა კალასმა კანადაში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ძალიან სწრაფად იმოქმედონ და ამას ძალიან სერიოზულად მოეკიდონ“, - დასძინა მან, საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაზე მითითებით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ნოემბერს ორი მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა, რაც, სავარაუდოდ, 100 მილიონი დოლარის კორუფციული სქემის გამოძიებას უკავშირდება.