კალასი: თუ ნატოში უკრაინის წევრობა აღარ განიხილება, ევროკავშირი ვალდებულია მას უსაფრთხოების რეალური გარანტიები მისცეს
თუ ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი აღარ განიხილება, მაშინ ევროკავშირმა ამ ქვეყანას უსაფრთხოების რეალური გარანტიები უნდა მისცეს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, კაია კალასმა განაცხადა. ინფორმაციას Nexta live ავრცელებს.
კალასმა ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირმა უკრაინას რეალური გარანტიები, და არა „ქაღალდის დაპირებები“ უნდა მისცეს. კალასი ამბობს, რომ საუბარი უნდა იყოს რეალურ სამხედრო მონაწილეობაზე, შესაძლოა, ჯარების განთავსებაზე, და არა დეკლარაციებზე,.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, შესაძლოა, ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას, თუ აშშ და ევროპული ქვეყნები მას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ.
„უკრაინას თავიდანვე ნატოში გაწევრიანება სურდა, რადგანაც ეს უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს ნიშნავს. ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უფრო რეალურია, რომ მოხდეს ორმხრივ გარანტიებზე შეთანხმება, უკრაინას და აშშ-ს, ასევე უკრაინას და ევროპას შორის, მასში შესაძლოა, კანადამ და იაპონიამაც მიიღონ მონაწილეობა.