კალასი: „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენება ევროპისა და აშშ-სთვის გაფრთხილებაა
ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ესკალაციაა და ევროპისა და შეერთებული შტატების გაფრთხილებას ისახავს მიზნად.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის განმეორებითი თავდასხმები მხოლოდ მოსკოვის მიერ ომის დასრულების სურვილის არქონას აჩვენებს.
„პუტინს მშვიდობა არ სურს, რუსეთის პასუხი დიპლომატიურ ძალისხმევაზე მეტი რაკეტა და ნგრევაა. ფართომასშტაბიანი რუსული დარტყმების ეს სასიკვდილო სქემა გაგრძელდება, ვიდრე უკრაინას არ დავეხმარებით. რუსეთის მიერ ორეშნიკის რაკეტის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ აშკარა ესკალაციაა და ევროპისა და აშშ-სთვის გაფრთხილებას წარმოადგენს“, - წერს დიპლომატი.
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, „შეავსონ თავიანთი საჰაერო თავდაცვის მარაგი“ და დაუყოვნებლივ მიაწოდონ ისინი უკრაინას. გარდა ამისა, კალასმა შესთავაზა რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება.
Putin doesn’t want peace, Russia’s reply to diplomacy is more missiles and destruction. This deadly pattern of recurring major Russian strikes will repeat itself until we help Ukraine break it.
— Kaja Kallas (@kajakallas) January 9, 2026
Russia’s reported use of an Oreshnik missile is a clear escalation against Ukraine…