კალასი: ევროკავშირის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივეს

ევროკავშირი კიდევ ექვსი თვით ძალაში ტოვებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის გამო დაწესდა. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.
„ჩვენ ახლახან გავახანგრძლივეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
ამავდროულად, ჩვენ ვასრულებთ მუშაობას მე-19 პაკეტზე - განვიხილავთ რუსული ნავთობის გაყიდვებზე, ჩრდილოვან ნავთობტანკერებსა და ბანკებზე დამატებით შეზღუდვებს.
ჩვენ გავაგრძელებთ პუტინის ომისთვის ფულზე წვდომის შეწყვეტას“, - წერს კალასი.
აღსანიშნავია, რომ იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ყოველ 6 თვეში ერთხელ გაგრძელდეს, ამ გადაწყვეტილებას მხარი 27-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს.
We just extended our sanctions on Russia.
— Kaja Kallas (@kajakallas) September 12, 2025
At the same time, we are finalising work on the 19th package – looking into additional curbs on Russian oil sales, shadow oil tankers, and banks.
We’ll keep choking off the cash for Putin’s war.