კალასი: ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სახიფათოა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი პრიორიტეტულია
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს „სახიფათო“ უწოდა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სახიფათოა“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში და აღნიშნა, რომ „მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი პრიორიტეტულია“.
მიუხედავად იმისა, რომ კალასმა ცალსახად არ დაუჭირა მხარი აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს, მან განაცხადა, რომ „ირანის რეჟიმმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა“ და ის „სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას“ თავისი ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამებით, ასევე, რეგიონული ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერით.
„ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესა და მხარი დაუჭირა დიპლომატიურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.
კალასის თქმით, ესაუბრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს და რეგიონში მოქმედ სხვა მინისტრებს. ევროკავშირი ასევე მჭიდრო კოორდინაციაშია არაბ პარტნიორებთან დიპლომატიური გზების მოსაძებნად.
„ჩვენი საკონსულო ქსელი სრულად არის ჩართული ევროკავშირის მოქალაქეების გამგზავრების ხელშეწყობაში. რეგიონიდან ევროკავშირის არასაჭირო პერსონალი გაჰყავთ. ჩვენი საზღვაო მისია „ასპიდესი“ წითელ ზღვაში მაღალი მზადყოფნის რეჟიმში რჩება და მზადაა, საზღვაო დერეფნის ღიად შენარჩუნებას ხელი შეუწყოს“, - დაწერა კაია კალასმა.
The latest developments across the Middle East are perilous.
— Kaja Kallas (@kajakallas) February 28, 2026
Iran’s regime has killed thousands. Its ballistic missile and nuclear programmes, along with support for terror groups, pose a serious threat to global security. The EU has adopted strong sanctions against Iran and…