კაია კალასი: სუვერენიტეტით ვაჭრობა არ ხდება
სუვერენიტეტით ვაჭრობა არ ხდება, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა.
„დანია და გრენლანდია მარტონი არ არიან. არქტიკის უსაფრთხოება საერთო ტრანსატლანტიკური ინტერესია და ეს არის საკითხი, რომელიც შეგვიძლია ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან განვიხილოთ.
თუმცა, ტარიფებით მუქარა ამისთვის სწორი გზა არ არის. სუვერენიტეტით ვაჭრობა არ ხდება.
ჩვენ არ გვაქვს კონფლიქტის წამოწყების ინტერესი, მაგრამ ჩვენს პოზიციებს არ დავთმობთ. ევროპას საკუთარი ინტერესების დასაცავად ინსტრუმენტების მთელი ნაკრები გააჩნია“, - აცხადებს კალასი.
Denmark and Greenland are not alone.
— Kaja Kallas (@kajakallas) January 19, 2026
Good to see my colleagues @troelslundp and Vivian Motzfeldt.
Arctic security is a shared transatlantic interest, and one we can discuss with our US allies.
But tariff threats are not the way to go about this. Sovereignty is not for… pic.twitter.com/AbIhQ2ZI13