კაია კალასი სანქციების მე-19 პაკეტზე: პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო რთული ხდება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა დაადასტურა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო.
ასევე, კალასის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით ევროკავშირში რუსი დიპლომატების გადაადგილებას ზღუდავს.
„ჩვენ ახლახან მივიღეთ სანქციების მე-19 პაკეტი. პაკეტი მიმართულია რუსული ბანკების, კრიპტოვალუტის ბირჟების, ინდოეთსა და ჩინეთში არსებული კომპანიების წინააღმდეგ. დესტაბილიზაციის მცდელობებთან საბრძოლველად ევროკავშირი ზღუდავს რუსი დიპლომატების გადაადგილებას. პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო რთულდება“, - წერს კაია კალასი.
We just adopted our 19th sanctions package.
— Kaja Kallas (@kajakallas) October 23, 2025
It targets Russian banks, crypto exchanges, entities in India and China, among others.
The EU is curbing Russian diplomats’ movements to counter the attempts of destabilisation.
It is increasingly harder for Putin to fund this war.