Loading data...
კაია კალასი: რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა

რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.

კაია კალასმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბოლო დღეებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გამართული შეხვედრების დროს ხაზი გაუსვეს რუსეთის ომსა და ჩინეთთან რუსეთის გაღრმავებულ ურთიერთობებს შორის კავშირს.

„ჩინეთი და რუსეთი როდესაც საუბრობენ ერთობლივად ისეთი ცვლილებების განხორციელებაზე, რომლებიც ასი წლის განმავლობაში არ უნახავთ და გლობალური უსაფრთხოების წესრიგის ხელახლა განსაზღვრაზე, ყველანი უკიდურესად შეშფოთებულები უნდა ვიყოთ, ეს ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა“, - აცხადებს კალასი. 

მისი თქმით, ჩინეთი რუსეთის სამხედრო მანქანას უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება.