კაია კალასი - რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობებზე საუბარიც კი მახეა, რაშიც არ უნდა გავებათ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის შესაძლო ტერიტორიულ დათმობებზე საუბარიც კი რუსულ ხაფანგში გაბმას ნიშნავს. ამის შესახებ მან Redaktionsnetzwerk Deutschland-თან ინტერვიუში განაცხადა.
კალასმა აღნიშნა, რომ რუსული მოლაპარაკების კლასიკური ტაქტიკა სამი ეტაპისგან შედგება: პირველი, მოსკოვი იმას მოითხოვს, რაც არასდროს ეკუთვნოდა, შემდეგ კი ამას ულტიმატუმები და ძალის გამოყენების მუქარა მოჰყვება.
„ბოლოს, დასავლეთში ხმების მობილიზება მოხდება, რომლებიც რუსეთს ზუსტად იმას შესთავაზებენ, რაც მისი არასდროს ყოფილა. საბოლოოდ, რუსეთი იმას მიიღებს, რის შესახებ არც კი ოცნებობდა. ტერიტორიული დათმობების შესახებ საუბარიც კი მახეს წარმოადგენს, რომელშიც არ უნდა გავებათ“, - აცხადებს კალასი.