1764082241
უცხოეთი
კაია კალასი - რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნება ნამდვილად არ უნდა მოხდეს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა BBC-ის ეთერში თქვა, რომ სამშვიდობო გეგმამ უკრაინაში რუსეთისთვის ხელახალი შეჭრა შეუძლებელი უნდა გახადოს.
„თუ გვინდა, რომ ეს სამუდამოდ დასრულდეს, რუსეთის მხრიდან დათმობებზე წასვლა ნამდვილად გვჭირდება“, - აცხადებს კაია კალასი.
ამასთან, კალასის თქმით, რუსეთი „დიდ რვიანში“ ხელახლა არ უნდა გაწევრიანდეს.
„ეს ნამდვილად არ უნდა მოხდეს. ჩვეულ რეჟიმში ვეღარ დავბრუნდებით. როგორ წარმოგიდგენიათ ეს?“ - დასძინა კაია კალასმა.