კაია კალასი: რუსეთი ბრძოლის ველზე წარუმატებლობას განიცდის, ამიტომ ზამთრის იარაღად გამოყენებას ცდილობს
რუსეთის ომის დამთავრებას არ ცდილობს, ის თავს დაესხა სამგზავრო მატარებელს, რაც ომის დანაშაულია, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.
„რუსეთის ომის დამთავრებას არ ცდილობს. ის თავს დაესხა სამგზავრო მატარებელს, რაც ომის დანაშაულია. ის თავს ესხმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, სკოლებს, საავადმყოფოებს და საცხოვრებელ შენობებს.
რუსეთი ბრძოლის ველზე წარუმატებლობას განიცდის, ამიტომ ის ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას. ევროკავშირი ამას პასუხობს ზამთრის დახმარების ყველაზე დიდი პაკეტით. სულ ახლახან ჩვენ დამატებით 500 გენერატორი და 50 მილიონი ევრო გამოვყავით ენერგეტიკული მხარდაჭერისთვის. თუმცა, ეს საკმარისი არ არის.
პარალელურად, ჩვენ ვზრდით ზეწოლას რუსეთზე. დღეს ევროკავშირმა რუსეთი ფულის გათეთრების რისკის გამო შავ სიაში შეიყვანა. ეს შეანელებს და გაზრდის რუსულ ბანკებთან ტრანზაქციების ხარჯებს“, - აცხადებს კალასი.
Russia is failing on the battlefield,
— Kaja Kallas (@kajakallas) January 29, 2026
so it is trying to weaponise winter.
The EU is responding with the biggest ever winter aid package. Just today, we provided an extra 500 generators and €50 million for energy support.
In parallel, we increase pressure on Russia. Today,… pic.twitter.com/jBxVxCXryT