1757248227
უცხოეთი
კადიროვი: ჩვენს საზღვრებზე მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა რუსეთის რეგიონი ან ოლქი გახდება

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ „არსებული მდგომარეობით“ ის უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მომხრე არ არის.
კადიროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამხედრო მოქმედებების ახლავე შეწყვეტა რუსეთისთვის სასარგებლო არ არის და დაასახელა პირობა, რომელიც, მისი აზრით, მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია.
„ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მე სამხედრო მოქმედებების შეჩერების მომხრე საერთოდ არ ვარ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები და ამოცანები ჰაერიდან არ არის ამოღებული - ისინი მთელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიაა. ჩვენს საზღვრებზე მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა რუსეთის რეგიონი ან ოლქი გახდება“, - აცხადებს რამზან კადიროვი.