ჯორჯია მელონი: მსოფლიოში ქაოსი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პირდაპირი შედეგია
ახლო აღმოსავლეთში არსებული ფეთქებადი სიტუაცია და კვიპროსის თავზე დრონები ცალკეული კონფლიქტები არ არის, არამედ საერთაშორისო სამართლის დარღვევის პირდაპირი შედეგია, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, ტელეარხ TG5- თან ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ყველაფერი უკრაინით დაიწყო, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა რუსეთმა ცინიკურად დაარღვია მეზობელი სახელმწიფოს საზღვრები. ამგვარად, კრემლმა მთელ მსოფლიოს გაუგზავნა სიგნალი, რომ წესები აღარ მუშაობს.
მან აღნიშნა, რომ სანამ ირანის რეჟიმი აძლიერებს თავის ბირთვულ შესაძლებლობებს და მოკავშირეები იზოლირებულად მოქმედებენ, გლობალური უსაფრთხოების საფუძველი კვლავაც შერყეული იქნება:
„იტალიისა და ევროპისთვის ნათელია, რომ უკრაინაში დანგრეული კანონისა და წესრიგის აღდგენის გარეშე, ქაოსი მხოლოდ ესკალაციას გამოიწვევს“.