Loading data...
ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპთან ურთიერთობაზე: მეგონა, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ The New York Times-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა. 

გამოცემა იხსენებს, თუ როგორი აღშფოთებული იყო ჯორჯია მელონი, როდესაც დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მას ერთობლივი ფოტოს გადაღება სთხოვა.

„ცხადია, მეგონა, რომ დონალდ ტრამპთან ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა, იმიგრაციასა და „woke კულტურაზე“ ჩვენი მსგავსი შეხედულებების გათვალისწინებით. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა“, - განაცხადა მელონიმ ინტერვიუში.

მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერებს რამდენიმე კვირის განმავლობაში არ უსაუბრიათ.

კითხვაზე, დაუკავშირდებიან თუ არა ის და ტრამპი ერთმანეთს ზაფხულის არდადეგების შემდეგ, მან ყოყმანით უპასუხა: „ვნახოთ“.

„როგორც ადრე, ახლაც ვფიქრობ, რომ დასავლეთის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. იტალიის სტრატეგიას ჩემი პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე არ განვსაზღვრავ“, - დასძინა მელონიმ.