Loading data...
ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთის მცდელობები გავლენა მოახდინოს აშშ-ის არჩევნებზე, ამერიკელებმა სერიოზულად უნდა მიიღონ

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ამერიკელებმა სერიოზულად უნდა მიიღონ რუსეთის განზრახვები ამერიკის არჩევნებში ჩარევის შესახებ. ამის შესახებ კირბიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, „ეჭვგარეშეა, რომ პუტინი ცდილობს დათესოს უთანხმოება ამერიკელებს შორის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების გზით.

„ამერიკელებმა ეს სერიოზულად უნდა მიიღონ“, - აცხადებს კირბი. 

კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობა ახლა უფრო „დახვეწილია“, ვიდრე წლების წინ იყო. 

„ისინი იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, ერთ შემთხვევაში დააფინანსეს კომპანია, რომელიც დაფუძნებულია აშშ-ში, ტენესის შტატში... ასე რომ ახლა ისინი ბევრად უფრო დახვეწილი არიან“, - დასძინა ჯონ კირბიმ.