ჯო ბაიდენი: ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის შრომას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის განახლებული შეთანხმების მისაღწევად

„ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის შრომას ცეცხლის შეწყვეტის განახლებული შეთანხმების მისაღწევად“, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბაიდენი აღნიშნავს, მოხარულია, რომ ეს დღე დადგა იმ 20 ცოცხალი გათავისუფლებული მძევლისთვის, რომელთაც ჯოჯოხეთი გაიარეს და ღაზის მოსახლეობისთვის, რომელთაც განუზომელი დანაკარგი მიიღეს.
„ამ შეთანხმებისკენ გზა არ იყო მარტივი. ჩემი ადმინისტრაცია დაუღალავად მუშაობდა მძევლების სახლში დასაბრუნებლად, პალესტინელი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაწევად და ომის დასასრულებლად. მე ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპისა და მის გუნდის მიერ გაწეულ შრომას ცეცხლის შეწყვეტის განახლებული შეთანხმების მისაღწევად“, - წერს ბაიდენი.
ცნობისთვის, ბაიდენის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, იანვარში ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ბოლომდე არ შესრულებულა.
I am deeply grateful and relieved that this day has come – for the last living 20 hostages who have been through unimaginable hell and are finally reunited with their families and loved ones, and for the civilians in Gaza who have experienced immeasurable loss and will finally…
— Joe Biden (@JoeBiden) October 13, 2025