Loading data...
ჯიბუტის სანაპიროსთან ნავის ამობრუნების შედეგად 139 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 139 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი დაიღუპა და 84 დაკარგულად ითვლება ჯიბუტის სანაპიროსთან ნავის ამობრუნების შედეგად. ნავის ბორტზე 305 ადამიანი იმყოფებოდა და ის ჯიბუტიდან იემენში მიდიოდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

82 ადამიანი გადარჩა, ისინი ეთიოპიის მოქალაქეები არიან. კატასტროფა ჯიბუტის საპორტო ქალაქ ობოკას მახლობლად მოხდა.

„ჩვენი თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ და დაშავებულებს ეხმარებიან, ეს ტრაგედია არის იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად საშიშია მიგრანტების მიერ არჩეული ეს მარშრუტი“, - განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჯიბუტიში ალექსანდრე კუასაკმა.

Reuters-ის ცნობით, ეთიოპიას სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს, რადგანაც ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა და შეიარაღებულ ძალებში ახალგაზრდები ძალით მიჰყავთ. ასევე ქვეყანაში სერიოზული გვალვაა. მიგრანტები ეთიოპიიდან იემენში მირბიან და იქიდან სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში გადასვლას ცდილობენ, რადგანაც თავად იემენშიც სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.