1761423762
უცხოეთი
„ჯერ არ დამიმთავრებია“ - კამალა ჰარისი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად კვლავ იყაროს კენჭი
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, ხელახლა იყაროს კენჭი პრეზიდენტობის კანდიდატად.
მისი თქმით, პოლიტიკა „ჯერ არ დაუსრულებია“.
„მთელი ჩემი კარიერა საზოგადოების სამსახურში გავატარე და ეს ჩემს სისხლშია“, - განმარტა ჰარისმა.
როდესაც პოლიტიკოსს ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა ერთ დღეს თეთრი სახლის პირველი ქალი ხელმძღვანელი გამხდარიყო, მან უპასუხა: „შესაძლოა“.
თუმცა, ჰარისმა აღნიშნა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, კვლავ იყრის თუ არა კენჭს პრეზიდენტობის კანდიდატად.
ცნობილია, რომ შეერთებულ შტატებში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს გაიმართება.