Loading data...
„ჯერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი“ - ერმაკი პუტინის განცხადებაზე

თუ რუსეთს სურს ომის დასრულება, ის ჯერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს, შემდეგ კი სხვა საკითხების, მათ შორის ვლადიმერ პუტინის მიერ შემოთავაზებული სტამბოლში მოლაპარაკებების განხილვის დრო დადგება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა

„ჯერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. რუსეთმა არ უნდა შენიღბოს ომის გაგრძელების სურვილი ვერბალური კონსტრუქციებით.

ცეცხლის შეწყვეტა ომის დასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და დაადასტურებს რუსეთის მზადყოფნას, შეწყვიტოს მკვლელობები“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, პუტინი უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას სთავაზობს.