ჯეი დი ვენსის განცხადებით, მაიკ უოლცის თანამდებობიდან გადაყენება „სიგნალის“ სკანდალს უკავშირდება

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მაიკ უოლცის თანამდებობიდან გადაყენება „სიგნალის “ სკანდალს არ უკავშირდება.
ვენსის თქმით, გაეროში ელჩის თანამდებობა მაიკ უოლცისთვის ამჟამად უფრო შესაფერისია.
„მე მომწონს მაიკი. ვფიქრობ, ის შესანიშნავი ადამიანია. მას ჩემი და პრეზიდენტის ნდობა აქვს. თუმცა, ჩვენ ასევე ვფიქრობთ, ის გაეროში შესანიშნავი ელჩი იქნება“, - აცხადებს ვენსი.
ვენსის თქმით, ტრამპი ფიქრობს, რომ უოლცი ამ თანამდებობაზე უკეთ მოემსახურება შეერთებული შტატების ადმინისტრაციას და ამერიკელ ხალხს.
„მე მას ამაში ვეთანხმები“, - აცხადებს ვენსი.
შეგახსენებთ, 1-ელ მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უოლცი აღარ იქნება მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის გაეროში შეერთებული შტატების ელჩად დაინიშნება.
მარტში მაიკ უოლცი სკანდალში გაეხვა, როდესაც Signal-ის ჩატში, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები „ჰუსიტების” წინააღმდეგ დარტყმებს განიხილავდნენ, უოლცმა შეცდომით გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი დაამატა.