ჯეი დი ვენსი ვიქტორ ორბანზე: მშვიდობისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და თავის საქმეს კარგად აკეთებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მშვიდობის საკითხში მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ვენსის განცხადებით, ვიქტორ ორბანი კარგ საქმეს აკეთებს.
„ეს არის მიზეზი, რის გამოც მე აქ ვარ. ეს უპრეცედენტოა. ის თავის საქმეს კარგად ასრულებს და მშვიდობისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - აცხადებს ჯეი დი ვენსი.
ვენსი აცხადებს, რომ ევროპის პოლიტიკური დედაქალაქების უმეტესობას რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობისთვის იმდენი არაფერი გაუკეთებია, რამდენიც თავად ორბანს.
ამასთან, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები იმედგაცრუებულია ევროპის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დიდი ნაწილით, რადგან მცირე ინტერესი გამოთქვეს ამ კონკრეტული კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით.
ინფორმაციისთვის, ვენსი უნგრეთში 7 აპრილს ჩავიდა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადა.