ჯეი დი ვენსი: ტრამპი რუსეთის ეკონომიკური იზოლაციის მიზეზს ვერ ხედავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ეკონომიკური იზოლაციის მიზეზს ვერ ხედავს, - განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.
„პრეზიდენტი ძალიან გულახდილი იყო როგორც ევროპელებთან, ისე რუსებთან, როცა საუბრობდა, რომ რუსეთის ეკონომიკური იზოლაციის ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს, კონფლიქტის გაგრძელების [სცენარის] გარდა. მას სურს, რომ მკვლელობები შეწყდეს. ხოლო რაც შეეხება სამშვიდობო დარეგულირების საკითხს, ის ღიაა მთელი რიგი ეკონომიკური შეთანხმებებისთვის, რომელიც ხელსაყრელია აშშ-სთვის“, - თქვა ვენსმა.
მისი განცხადებით, როცა უკრაინაში კრიზისი მოგვარდება, ვაშინგტონს, შესაძლოა, ჰქონდეს პროდუქტიული ეკონომიკური ურთიერთობები როგორც კიევთან, ისე მოსკოვთან. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ „იმის მიუხედავად, მოგწონთ თუ არა რუსეთი, ეთანხმებით თუ არა კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს“, არ შეიძლება იმის უგულებელყოფა, რომ ქვეყანა მდიდარია წიაღისეულით.